|
|
• საწყის ეტაპზე საინფორმაციო-სარეკლამო ელექტრონული ბანერები
დაპროექტდა და დამუშავდა RDS (Radio Data System) პროექტისათვის
(1998-2002 წ.)
• პროექტით გათვალისწინებული იყო: ელექტრონული ბანერების განთავსება
ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის გაჩერებებზე, ტრანსპორტში და
საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, ხოლო ინფორმაციის
გადაგზავნა- ჩატვირთვა ხორციელდებოდა ცენტრალიზებულად "პირველი
რადიოს" RDS სისტემის გამოყენებით.
• დამუშავებულ იქნა სხვადასხვა ტიპის მოდელები ზომების, ნათების
ინტენსიობის, შენობის გარეთ და შენობის შიგნით გამოყენების მიხედვით.
• დღევანდელ დღეს ელექტრონული ბანერი, RDS სისტემის გარეშე,
შეასძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც ინდივიდუალური სარეკლამო
საინფორმაციო საშუალება კერძო კომპანიებისათვის სავაჭრო ცენტრებისა
და მაღაზიებისათვის.
• ამჟამად გთავაზობთ, როგორც: ადგილზე დაპროექტებულ და დამზადებულ
ასევე ჩინური (ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი რამოდენიმე კომპანიის)
წარმოების საინფორმაციო-სარეკლამო ელექტრონულ ბანერებს.
• ჩინური წარმოების ელექტრონული ბანერების პროგრამული
უზრუნველყოფა დამუშავებულია ერთობლივად, ჩინელ პარტნიორებთან
თანამშრომლობით. ეს შესაძლებელს ხდის ქართული სიმბოლოების
გამოტანას და ინფორმაციის ჩატვირთვას სწრაფად და მარტივად, ჩინური
წარმოების სხვა ანალოგიური პროდუქციისგან განსხვავებით. |
|
 |